სასწავლო პროექტი
ბლოგის მისამართიპროექტის სახელწოდება - ანდაზები ქართულ და ინგლისურ ენაში
უცხ.დ.II.11. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს შედარება.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები) -
საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - ქართულ და ინგლისურ ლიტერატურასთან
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) მარიანა ართმელაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა msaxura11@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი
პროექტის მთავარი იდეა თემა (1-2 წინადადაებით) - მოსწავლეები შეისწავლიან ანდაზებს,რომლებიც საერთო და განსხვავებულია ინგლისური და ქართული ენისათვის.
პროექტის აქტუალობა - კულტურული იდენტობის ამოცნობა. მოსწავლებმა ზოგადად იციან ანდაზები და მათი გამოყენება, მაგრამ, არაფერი იციან ინგლისური ანდაზების შესახებ. სასწავლო პროექტის საშუალებით ისინი გაეცნობიან ანდაზებს, უფრო დეტალურად (ქართულ და ინგლისურ ენაში) და გაიმდიდრებენ ცოდნას ამ საკითხის მიმართ. მოსწავლეებს განუვითარდებათ კითხვისა და მეტყველების უნარები ასევე თანამშრომლობის უნარი. კულტურული იდენტობის ამოცნობა და ეროვნულ- კულტურული მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება (ანდაზების) საშუალებით,
პროექტის მიზანი - მოსწავლეები მოიძიებენ და დედანში გაეცნობიან ანდაზების წარმოშობისა და განვითარების თავისებურებებს. ისინი შეძლებენ კულტურული მრავალფეროვნების შესწავლას ანდაზების საშუალებით ინგლისურ და ქართულ ენაში და შემდგომში მათ გამოყენებას სასაუბრო ენაში.
მოსწავლები დაკვირდებიან და ამოიცნობენ ქართული და ინგლისური ენის კულტურული და სოციოკულტურულ რეალიებს (ანდაზების საშუალებით),ხოლო შემდგომში იპოვიან ანდაზებში გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს ქართულ და ინგლისურ ენაშიუცხ.დ.II.11. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აკვირდება და ამოიცნობს სასწავლო მასალაში მოცემულ
კულტურის, სოციოკულტურის რეალიებს (მაგ., ცნობილი
პიროვნების ილუსტრაცია, ჩაცმულობა, ნუგბარი და სხვა);
· პოულობს სასწავლო მასალაში გამოვლენილ
კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს (მაგ.,
სადღესასწაულო მორთულობა, ტიპური საუზმე
და სხვა).
მონაწილეთა ასაკი -15-16
ვადების ხანგრძლივობა - 1თვე
მოსლოდნელი შედეგები, პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას - პრეზენტაცია, ბუკლეტი
ინტელექტუალური შეჯიბრება, პადლეტების დამზადება,
პროექტისთვის საჭირო რესურსები ინტერნეტი, ლექსიკონი, პრეოქტორი, კომპიუტერი, ფურცლები
პროექტისთვის საჭირო რესურსები ინტერნეტი, ლექსიკონი, პრეოქტორი, კომპიუტერი, ფურცლები
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები) -
ნაბიჯი 1 -გონებრივი იერიშის საშუალებით მოსწავლეები აირჩევენ თემას(ანდაზები) რომელზეც იმუშავებენ შემდგომში.
ნაბიჯი 2- მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად გადათვლის პრინციპით და მიეცემათ დავალებები კონკრეტული საკითხებზე. I - ჯგუფს დაევალება ქართული ანდაზების დამუშავება დახარისხება და მასზე პრეზენტაციისა მომზადება. II ჯგუფს დაევალება ინგლისური ანდაზების მოძიება დახარისხება და პრეზენტაციის მომზადება III ჯგუფი მოიძიებს მასალას ანდაზების წარმოშობა განვითარებაზე და ისაუბრებენ საერთო და განმასხავებელ ნიშნებზე (ქართული და ინგლისური) სოციკულტურული თვალსაზრისით.. თითოეული ჯგუფს დავალება მიეცემა განსაზღვრულ ვადაში, რომლის შემდგომ მოხდება დავალების შემოწმება
ნაბიჯი 3 - მოპოვებული მასალის დამუშავებისა და დახარისხების შემდეგ ჯგუფის წევრ მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას და ვიდეო რგოლს კონკრეტული დავალების მიხედვით.მაგალითად:
1 ჯგუფი მოამზადებს ქართული ენისთვის დამახასიათებელ ანდაზებს და მის თავისებურებებს ( პრეზენტაცია.პადლეტი ვიდეო რგოლი
II ჯგუფი მოამზადებს ინგლისური ენისთვის დამახასიათებელ ანდაზებსა და თავისებურებებს(პრეზენტაცია, პადლეტი, ვიდეო რგოლი
III ჯგუფი ისაუბრებს ანდაზების წარმოშობა განვითარებაზე და მათ მნიშვნელობა კულტურული თვალსაზრისით. (პრეზენტაცია,პადლეტი, ვიდეო რგოლი)
პროექტის შეჯამებისთვის ჩატარდება შეჯიბრება,რომელიც შეაჯამებს მათი ცოდნას რა იცოდნენ და რა გაიგეს ანდაზების შესახებ და რამდენად კარგად შეუძლიათ მისი გამოყენება პრაქტიკულად. წინასწარ მომზადებული კითხვებისა და ტესტების საშუალებით ისინი შეამოწმებენ საკუთარ ცოდნას. საბოლოოდ გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი და შემდეგ ამ გუნდის არჩევით სკოლის თვალსაჩინო ადგილას გამოიკვრება მათთვის საურველი ანდაზა ინგლისურ და ქართულ ენაზე
საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - ქართულ და ინგლისურ ლიტერატურასთან
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) მარიანა ართმელაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა msaxura11@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი
Comments
Post a Comment